აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» გამოჩნდა მომსახურება «ფხიზელი მძღოლი»

აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» გამოჩნდა მომსახურება «ფხიზელი მძღოლი»

2016 დეკემბერი 26

მომსახურების შეკვეთა ადრე მხოლოდ ტელეფონით შეიძლებოდა. საახალწლო დღესასწაულების წინ, მომსახურებაზე მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება, ამიტომ სერვის «მაქსიმმა» დაამატა იგი მობილურ აპლიკაციაში.

ადამიანები სარგებლობენ მომსახურებით, როდესაც თვითონ არ სურთ ავტომობილის მართვა. მაგალითად, არ უნდათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ან რთული საგზაო სიტუაციის დროს არ გრძნობენ თავს თავდაჯერებულად საჭესთან. ტაქსის მძღოლი მიდის გამოძახებაზე და მიჰყავს კლიენტი მისი მანქანით იქ, სადაც საჭიროა. იმისათვის, რომ შეუკვეთოთ მგზავრობა, უნდა დაამატოთ მარშრუტის მისამართი, დააჭიროთ ავტომობილის გამოსახულების მქონე ნიშანს და ტარიფების სიიდან აირჩიოთ მომსახურება "ფხიზელი მძღოლი". მგზავრობის ღირებულება დაანგარიშდება ავტომატურად.

მომსახურება დამატებულია აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» Android-ის, iOS-ის, Windows Phone-ის პლატფორმებზე და ხელმისაწვდომია საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ყველა ქალაქში, სადაც მუშაობს სერვისი «მაქსიმი».