გილოცავთ გიორგობას!

გილოცავთ გიორგობას!

23 ნოემბერი, 2016

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულის სიმხნევეს, სიძლიერეს და ბედნიერებას!

წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი, რომელიც განუდგა რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანების დევნის გამო. მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ, 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

საქართველოში წმინდა გიორგი განსაკუთრებულად უყვართ. იგი არის ქართველი ერის მფარველი როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში, რომლებიც ძალიან ბევრია საქართველოს ყველა რეგიონში, მორწმუნე ადამიანები დიდმოწამეს სთხოვენ მშვიდობას და კეთილდღეობას თავიანთი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის და მეგობრებისთვის.

განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება გიორგობა იმერეთში, გოგნის წმინდა გიორგის უძველეს სალოცავში, რომელსაც «კარუგდებელის» სახელით მოიხსენიებენ. გადმოცემის თანახმად, სოფლის მაცხოვრებლებს სამლოცველოს კარი მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. ერთხელ დაუდარაჯდნენ და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. სწორედ ამიტომ ხალხმა მას გოგნის «კარუგდებელი» უწოდა. სამლოცველოს და წმინდა გიორგის ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება. მომლოცველები ყოველი წლის გიორგობის წინა ღამეს იწყებენ სალოცავზე ასვლას, რომ იზეიმონ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. მთელი დღის განმავლობაში აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის უწყვეტი ნაკადი არ წყდება. ტაძარში სალოცავად ხალხი გზიდან სამ-ოთხ კილომეტრს გადის ფეხით. მათ უმეტესობას წმინდანის სახელზე შესაწირი მიჰყავს.

წმინდა გიორგის ტაძრებისა და სალოცავების მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი