ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» პირველ რებრენდინგს ახორციელებს

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» პირველ რებრენდინგს ახორციელებს

2016 ნოემბერი 1
#taximaxim

ლოგოტიპს წარმოადგენს სიტყვა «maxim», რომელიც დაწერილია მომრგვალებული ასოებით, რაც იწვევს საგზაო კვანძებისა და გზაჯვარედინების ასოციაციას. ასო «ა» გამოყოფილია წითელი ფერით, ფორმით ის იმეორებს გეოლოკაციის ნიშანს, რომელიც მიუთითებს საჭირო მისამართზე. მთლიანი სიტყვა წერია ქვედა რეგისტრში, რაც ხაზს უსვამს თავის წარმოქმნას სიტყვების «maximum»-ისა და «taxi»-ს შერწყმის შედეგად — უდიდესი რაოდენობის ტაქსი.

ახალი ლოგოტიპი განთავისუფლებულია გადატვირთვისგან და კომპანიის შორეულ წარსულთან კავშირისგან, როდესაც ის ტაქსის სამსახური იყო. მან «დაკარგა» ე.წ. «შაშკები», ხოლო ერთ-ერთი წითელი საფირმო კვადრატი გარდაიქმნა გეოლოკაციის ნიშნად, რომელიც წარმოადგენს კომპანიის როგორც გლობალური საინფორმაციო სერვისის აწმყოსა და მომავლის სიმბოლოს.

კომპანიის პირველი ლოგოტიპი შემუშავებული იყო 2004 წელს. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში კომპანია მონაწილეობას იღებს ტაქსის მომსახურების ბაზრის ტექნოლოგიურ ცვლილებებში, ინტერნეტ-სერვისების განვითარებაში, მუდმივად აფართოებს მუშაობის გეოგრაფიას და ჩამოაყალიბა მომსახურების კომპლექსი ბაზრის ყველა მონაწილისათვის: ტაქსის შემკვეთებისთვის, ინდივიდუალური გადამყვანებისთვის/გადამზიდველებისთვის, ტაქსოპარკებისთვის და გამოძახების სამსახურებისთვის.

ახალი ლოგოტიპი ახდენს სერვისის თანამედროვეობის, მობილურობის, მომხმარებელთა ყველა კატეგორიისადმი მეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირებას და შეესაბამება კომპანიის მისიას — მუდმივად გააუმჯობესოს ურთიერთმოქმედება მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დაეხმაროს ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში.

ლოგოტიპის განახლება წარმოადგენს ბრენდი «მაქსიმის» როგორც მაღალტექნოლოგიური სერვისის პოზიციონირების ლოგიკურ გაგრძელებას. თავისი საქმიანობის შინაარსის შემდეგ კომპანიამ ადრე მოახდინა კომერციული აღნიშვნის აქტუალიზაცია, როდესაც «ტაქსის გამოძახების სამსახური» შეცვალა «ტაქსის გამოძახების სერვისით».

ახალი ლოგოტიპის «მაქსიმის» დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად მომხმარებლების მიერ ბრენდთან კონტაქტის ყველა წერტილში: აპლიკაციებში, სწრაფი გადახდის ტერმინალებში, კორპორატიულ საიტებზე, სარეკლამო-საინფორმაციო მასალებში, დოკუმენტბრუნვაში და სხვაგან.