გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

2016 ოქტომბერი 14

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შეგეწიოთ სვეტიცხოვლის ძალა და მადლი თქვენ და მთელს საქართველოს! გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას!

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას. პირველ ქრისტიან მეფე მირიანს, წმინდა ნინო განმანათებლის რჩევით, გადაუწყვეტია ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო ისრაელიდან I საუკუნეში ჩამობრძანებული კვართი უფლისა. მოუჭრიათ იმ ადგილას ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი, მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი", რომლის სახელიც ეწოდა ტაძარს. შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.