«ისიც კი იფიქრეს, რომ ვიღაცამ იხუმრა და ეს ფარული კამერაა»

«ისიც კი იფიქრეს, რომ ვიღაცამ იხუმრა და ეს ფარული კამერაა»

6 ივლისი, 2016
города

ტაქსის გამოძახების სამსახურმა «მაქსიმმა» დაიწყო მუშაობა საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ. პირველი ოფისი თბილისში გაიხსნა, შემდეგ კი ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ჩვენი სურვილია მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, იმისათვის, რომ ჩვენთან უერთიერთობა იყოს სასურველი, ხანგრძლივი და მოსახერხებელი.

თქვენთვის საინტერესო კითხვებზე გვპასუხობს კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი მიხეილ იაძე.

- მიხეილ, როგორ დაიწყეთ მუშაობა კომპანია «მაქსიმში»?

- დასაქმების საიტზე ვნახე ოპერატორის ვაკანსია და გამოვაგზავნე CV, მერე დამიკავშირდნენ და დამიბარეს გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩვეულებრივად გავიარე და ასე მოვხვდი კომპანიაში. შემდეგ კი დავწინაურდი.

კომპანიაში კარგი, პოზოტიური ატმოსფეროა. მაქსიმალურად ვეხმარებით ერთმანეთს საქმეში და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს კოლექტივში.

- მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

- ჩემი საქმიანობა, ძირითადად, კლიენტებთან ურთიერთობაა, მძღოლების რეგისტრაცია, სამსახურეობრივი ბარათების გარჩევა და რუკების კორექტირება. მძღოლებს რეგისტრაციისას ვუტარებთ ინსტრუქტაჟს, ადგილზე ვუხსნით ურთიერთობის პრინციპს და ასევე ვაძლევთ ამობეჭდილ ინსტრუქციას, თუ ახსნის პროცესში მძღოლს რამე გამორჩა ყურადღებიდან, მას შეუძლია წაიკითხოს ინსტრუქცია და დეტალურად გაიხსენოს ყველაფერი.

- როგორ ნაწილდება შემოსული შეკვეთები?

- შეკვეთების განაწილება ხდება პროგრამის მიერ ავტომატურად, შეკვეთებს ხედავენ ის მძღოლები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან გამოძახების ადგილთან, ანუ ხდება მძღოლებისთვის შეკვეთების მიღების ან არმიღების ავტომატურად შეთავაზება, ასევე პროგრამულად ავტომატურად დანიშვნა.

- მიხეილ, როგორია ხალხის დამოკიდებულება ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» მიმართ?

- ხალხის უმრავლესობა კმაყოფილია, იმიტომ რომ ავტომობილები კომფორტულია და სწრაფად მიეწოდებათ, მძღოლები კი თავაზიანები არიან. ასევე მგზავრები წინასწარ ინფორმირებულები არიან ავტომობილისა და მძღოლის შესახებ. გვაქვს უკუკავშირი კლიენტთან. გამოძახებულ მანქანაში დარჩენილი ნივთის დაკარგვა შეუძლებელია, თუ ამაზე შეტყობინება ოპერატიულად იქნა გამოგზავნილი. ძირითადად ეს არის ის, რის გამოც მოსწონთ ჩვენი კომპანია.

- გვიამბეთ, როგორ ურთიერთობთ კლიენტებთან?

- კლიენტებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი გამოხმაურება მომსახურებასთან დაკავშირებით. როცა შეკვეთას ტელეფონით აფორმებენ, მგზავრის შეტყობინებას სამსახურეობრივი ბარათის სახით ოპერატორი გადმოგვცემს. ხოლო თუ კლიენტი იძახებს ავტომობილს აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», მას შეუძლია «უკუკავშირის» საშუალებით, რომელიც ამ აპლიკაციის მენიუშია, შეგვატყობინოს, არის თუ არა კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. თუ დაფიქსირდა პრეტენზია, ჩვენ ვურეკავთ კლიენტს და ვარკვევთ მიზეზს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც შემოდის სამსახურეობრივი ბარათები დაკარგული ნივთების შესახებ, რომლებიც მეტწილად მძღოლებს ოფისში მოაქვთ. შემდეგ ჩვენ ვუკავშირდებით მგზავრს, ვატყობინებთ, რომ მისი ნივთი მძღოლმა იპოვა და ოფისში მოიტანა, შეუძლია მოვიდეს და წაიღოს.

- რა გიქმნით მოტივაციას იმისათვის, რომ იმუშაოთ და წარმატებას მიაღწიოთ?

- მოტივაციას რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეკვეთების რაოდენობის გაზრდა და ამით კომპანიის წინსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენც და კომპანიაც ყოველდღიურად ვვითარდებით. ეს არის ძირითადი მოტივაცია. შეკვეთების მომატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული — მძღოლები, რეკლამა, პრეტენზიების დროული დამუშავება, შესაბამისი ზომების მიღება, ასევე, კლიენტთან დროულად დაკავშირება დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს დიდი პლუსია ჩვენთვის.

- რას გვეტყვით მძღოლების შეხედულების შესახებ კომპანიასთან თანამშრომლობაზე?

- მძღოლები სარგებლობენ ჩვენი სერვისით და ძალიან კმაყოფილები არიან ამით. მათ მოსწონთ, რომ გვაქვს თავისუფალი გრაფიკი, უფასო კავშირი ოპერატორთან და კლიენტთან და არ გვაქვს გეგმიური გადასახადი. მათ იციან, რომ, როგორც მგზავრები, ისინიც ჩვენი კომპანიის კლიენტები არიან და მომსახურებაში — ინფორმაციაში - იხდიან თანხას.

- მიხეილ, როგორ ატარებთ სამსახურის შემდეგ თავისუფალ დროს?

- თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ, გვიყვარს სხვადასხვა თემებზე საუბარი, საბილიარდოში დავდივართ ხოლმე, ასევე დარბაზში ვვარჯიშობ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი კოლექტივი გვაქვს და, შეძლებისდაგვარად, არასამუშაო საათებში ვიკრიბებით ამა თუ იმ დღესასწაულის მეგობრულ წრეში აღსანიშნავად.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ საინტერესო შემთხვევა?

- დიახ. ერთხელ «S» კლასის მერსედესის მძღოლი მივიდა გამოძახებაზე თავისი ავტომობილით, მაგრამ კლიენტები არ სხდებოდნენ მანქანაში - არ ეგონათ, რომ ასეთი კომფორტული ავტომობილი ტაქსი იქნებოდა, ისიც კი იფიქრეს, რომ ვიღაცამ იხუმრა და ეს ფარული კამერაა. შემდეგ ოპერატორს დაუკავშირდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს ნამდვილად ის ტაქსი იყო, რომელსაც ელოდებოდნენ. მერე გავარკვიეთ სიტუაცია და დავარწმუნეთ კლიენტები იმაში, რომ ეს სწორედ მათ შეკვეთაზე მისული ტაქსი იყო. იქამდე შეტყობინება კი ჰქონდათ მიღებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქციეს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი