«მაქსიმმა» დაიწყო თანამშრომლობა ტაქსის ფირმებთან ახალ ფორმატში

«მაქსიმმა» დაიწყო თანამშრომლობა ტაქსის ფირმებთან ახალ ფორმატში

21 ივნისი, 2016
#taximaximгорода

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» უკვე მუშაობს ყაზახეთის 6 ქალაქში: პეტროპავლოვსკში, აქტობეში, ურალსკში, ალმათიში, ასტანაში და ყარაღანდაში. პეტროპავლოვსკში ტელეფონით შეკვეთების მისაღებად გამოიყენება კონტაქტ-ცენტრი, რომელშიც უმეტესად რუსულენოვანი ოპერატორები არიან. ხოლო ურალსკში დაიწყო თანამშრომლობა ტაქსის სამსახურთან, რომლის ოპერატორები ფლობენ ყაზახურ ენას. მათ გაიარეს სწავლება და უკვე იღებენ და ამუშავებენ «მაქსიმის» შეკვეთებს.

თანამშრომლობა ასევე დაწყებულია ტაქსის სამსახურებთან აქტობეში, ტარაზში და უსტ-კამენოგორსკში.

ასეთმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება ხარჯების გაზრდის გარეშე გაგვეუმჯობესებინა «მაქსიმის» კლიენტების მომსახურების ხარისხი ყაზახეთში. ახლა კლიენტებს, რომლებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ტაქსის გამოძახება ოპერატორის დახმარებით ყაზახურ ენაზე, შეუძლიათ ამის გაკეთება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

ყაზახეთის გამოცდილება გამოსადეგია აგრეთვე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც მუშაობს «მაქსიმი», ესენია: საქართველო, ბულგარეთი და უკრაინა. აქ ასევე შესაძლებელია პარტნიორობა ტაქსის სამსახურებთან, რომლებიც მზად არიან გააუმჯობესონ სერვისი «მაქსიმთან» ერთად.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი