იმოგზაურე «მაქსიმთან» ერთად!

იმოგზაურე «მაქსიმთან» ერთად!

21 ივნისი, 2016

დადგა ზაფხული, დაიწყო შვებულებების სეზონი, ქალაქგარეთ გამგზავრების დრო, რასაც ასე დიდხანს ველოდით. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ულამაზესი ადგილებით. დასვენების მიზნით საქართველოს მოსახლეობა კურორტებზე მიემგზავრება. ზოგი მთას ირჩევს, ზოგი ზღვას. «მაქსიმმა» მოამზადა თქვენთვის სასარგებლო რჩევები, თუ როგორ გამოიძახოთ ტაქსი სხვადასხვა ქალაქში.

მოგზაურობისას უმჯობესია ისარგებლოთ თქვენთვის ჩვეული და სანდო სერვისით. ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» მუშაობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი ტელეფონით, ონლაინ საიტზე taximaxim.ge ან მობილური აპლიკაციის საშუალებით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» და იმგზავროთ არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების ფარგლებში, არამედ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კუთხეში.

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას ტაქსის გამოძახებასთან დაკავშირებით.

1. იზრუნეთ იაფ კავშირზე.

იმისათვის, რომ კავშირზე არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე ტაქსით მგზავრობა ღირს, შეიძინეთ თქვენთვის სასურველი მობილური ინტერნეტ-პაკეტები და შეღავათიანი ტარიფები. ამით თქვენ არ მოგიწევთ დროის ხარჯვა უფასო Wi-Fi-ს ძებნაზე და შეამცირებთ სატელეფონო ხარჯებს.

2. ისარგებლეთ «მაქსიმის» შემოწმებული სერვისის მომსახურებით.

სადგურებთან, აეროპორტებთან და ტურისტულ ადგილებთან «მორიგეობენ» ადგილობრივი ტაქსისტები, რომლებიც ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს იყოლიებენ ძალიან მაღალი ფასებით მგზავრობაზე. გარდა ამისა შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად კომფორტული და უსაფრთხო იქნება მომსახურება.

ბევრად უფრო მოსახერხებელი და მომგებიანია ტაქსის შეკვეთა შემოწმებულ კომპანიაში. «მაქსიმს» აქვს მუშაობის ერთიანი სტანდარტები ყველა ქალაქისათვის, ხოლო ფასები უფრო დაბალი, ვიდრე ადგილობრივი კომპანიების უმრავლესობას. წინასწარ ჩაიწერეთ იმ ქალაქების ტაქსის გამოძახების ტელეფონის ნომრები, სადაც აპირებთ წასვლას. მაგალითად, იმისათვის, რომ გამოიძახოთ ტაქსი თბილისში, დარეკეთ ნომერზე (032) 260-60-60, რუსთავში — (0341) 24-22-22, ქუთაისში — (0431) 25-88-88, ბათუმში — (0422) 24-00-00, ზუგდიდში — (0415) 22-44-44. ტელეფონის ნომრები თითოეული ქალაქის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ტაქსის გამოძახების სამსახურის საიტზე.

3. გამოიყენეთ აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება».

ტაქსის გამოძახების ყველაზე სწრაფი საშუალებაა — მობილური აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» iOS, Android და Windows Phone სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის. საკმარისია აპლიკაციის პარამეტრებში აირჩიოთ სასურველი ქალაქი და დააჭიროთ რამდენიმე ღილაკს.

ჭკვიანი აპლიკაცია ყველაზე მეტად იმ ადამიანებს გამოადგება, რომლებსაც უჭირთ ქალაქში ორიენტირება. ის ავტომატურად განსაზღვრავს მიმდინარე ადგილმდებარეობას, გიკარნახებთ მისამართებს და პოპულარულ ადგილებს იმისათვის, რომ სწორად შეიყვანოთ მისამართი. სხვათა შორის, განახლებულ

Android-ვერსიაში შეგიძლიათ პირდაპირ რუკაზე მიუთითოთ მისამართები.

სერვისი ავტომატურად ანგარიშობს მგზავრობის ფასს და შეკვეთის სტატუსს გაჩვენებთ ონლაინ რეჟიმში. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როდის და რა ავტომობილი მოვა თქვენთან.

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას და ხალისიან განწყობას! გამგზავრების დროა!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი