ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს

4 მარტი, 2016

ვაცხადებთ, რომ ჩვენ მხოლოდ ბიზნესით ვართ დაკავებული ისევე, როგორც ასეულობით სხვა კომპანიები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. Maxim-ის მისია იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში. სხვა არაფერი.

Maxim-ის ბიზნესს ავითარებენ ჩვენი ქართველი პარტნიორები. საქართველოს განვიხილავთ როგორც პერსპექტიულ მიმართულებას. ამიტომ კომპანია დარეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს საქართველოში. ჩვენ მძღოლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ შემოსავალი, ხალხს ვაწვდით ტაქსის გამოძახების თანამედროვე სერვისს. საქართველოში მოვაწყვეთ შესანიშნავი მაღალტექნოლოგიური კონტაქტ-ცენტრი, სადაც ხდება მგზავრობის შეკვეთების მიღება და დამუშავება. მასში დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სწავლება ყველაზე მაღალი სტანდარტების მიხედვით. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა ამ მშვენიერ ქვეყანაში და გავაუმჯობესოთ სერვისის ხარისხი.

Maxim მუშაობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბულგარეთში და ყაზახეთში. აქედან არც ერთ ქვეყანაში არავის მოსვლია აზრად, რომ ჩვენთვის ოკუპანტები ეწოდებინა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ მძღოლებთან. ისინი არ არიან კომპანიის შტატში, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მათგანის გათავისუფლება. მაგრამ, თუ მძღოლი არღვევს გადაყვანა-გადაზიდვის წესებს, იწვევს კლიენტებისგან საყვედურებს ან სხვაგვარად აზარალებს კომპანიის იმიჯს, ჩვენ ვწყვეტთ მასთან თანამშრომლობას. ამისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი