«თქვენ ხართ ჩვენი თოვლის ბაბუები...»

«თქვენ ხართ ჩვენი თოვლის ბაბუები...»

2016 იანვარი 12

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმისთვის» 31 დეკემბერი და შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეები საკმაოდ დატვირთული იყო. როგორც დაგპირდით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ახალი წლის ღამეს და შემდგომ პერიოდში «მაქსიმის» კლიენტებს არ შექმნოდათ გადაადგილების პრობლემები. ტაქსზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ზარების რაოდენობამ ძალიან იმატა. მძღოლები, რომლებიც თანამშრომლობენ კომპანიასთან, დაუღალავად მუშაობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ასეთ დროს ხომ ყველა გამოდის გასართობად. ზოგი კი სტუმრად მიდის, ზოგი სახლში.

ჩვენი ხალხი ხომ იუმორის გრძნობით გამოირჩევა და ახალი წლის ღამეს მადლიერი მგზავრები ეუბნებოდნენ მძღოლებს, თქვენ ხართ ჩვენი თოვლის ბაბუები, თქვენს გარდა არც ერთი კომპანია არ მოგვემსახურაო.

მიღებულია არაერთი ზარი კლიენტებისგან, მათ შორის უსინათლოთა ორგანიზაციიდან, ასაკოვანი ადამიანებისგან. ყველა დიდ მადლობას უხდიდა კომპანიას, მის ხელმძღვანელობას და მძღოლებს, რომელთა ტაქსითაც იმგზავრეს, «სწრაფი, ხარისხიანი და კეთილსინდისიერი მომსახურებისთვის». იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მძღოლებმა დაუბრუნეს ტაქსში დარჩენილი საფულეები, საბუთები და ნივთები, რის შემდეგაც მგზავრები გვირეკავდნენ კომპანიაში თავიანთი მადლიერების გამოსახატად.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენც მადლობას გიხდით კეთილგანწყობისათვის. როგორც განვლილ წელს, ისე მომავალშიც, ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» მზად არის მოგემსახუროთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს!

გამგზავრების დროა!