«მაქსიმი» საქართველოში: გამარჯობა,  გენაცვალე!

«მაქსიმი» საქართველოში: გამარჯობა, გენაცვალე!

25 დეკემბერი, 2014

2014 წელი ჩვენი კომპანიისთვის სასიამოვნო მოვლენით დასრულდა. დეკემბერში ტაქსის გამოძახების სამსახურმა «მაქსიმმა» დაიწყო მუშაობა საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. ტაქსის გამოძახების ტელეფონის ნომერია 2-60-60-60.

თბილისში ჩვენ გავხსენით ოფისი და თანამედროვე კონტაქტ-ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და მუშაობის კომფორტული პირობები კომპანიაში დასაქმებული ოპერატორებისთვის და დედაქალაქში მომუშავე ტაქსისტებისთვის.

ჩვენმა თბილისელმა კლიენტებმა მიიღეს ტაქსის გამოძახების ხარისხიანი, სტანდარტიზირებული სერვისი. მათ აქვთ შესაძლებლობა გამოიძახონ მანქანა ოპერატორების საშუალებით, ასევე საიტიდან taximaxim.ge ან ქართულ ენაზე ნათარგმნი მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება». ტაქსისტებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ რაციებით მუშაობენ, ჩვენ შევთავაზეთ მძღოლის ლოკალიზებული აპლიკაცია «Taxsee driver», რომელიც დაეხმარებათ მათ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით.

თბილისში საკმაოდ კარგად არის განვითარებული კომუნიკაციები, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს სმარტფონებით, არის ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაციები, მაგრამ ობიექტურად ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა უფრო მოსახერხებელია და მორგებულია მომხმარებლების მოთხოვნებზე. გამოცადეთ და თვითონ დარწმუნდებით.

თბილისში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, დაგვეხმარება ქართული ბაზრის საჭიროებების უკეთ გაგებაში და სერვისის საუკეთესოდ აწყობაში. ხოლო ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მუშაობის დაწყება სხვა ქალაქებშიც. გამგზავრების დროა!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი