«მაქსიმმა» შეუმსუბუქა მძღოლებს ლიცენზიის მიღება

«მაქსიმმა» შეუმსუბუქა მძღოლებს ლიცენზიის მიღება

١ نوفمبر ٢٠١٨ م

თბილისში ტაქსის ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ტაქსით საქმიანობისთვის საჭირო გახდა ნებართვის მიღება, რომელიც არის ფასიანი. ამასთან დაკავშირებით ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» აამოქმედა პროგრამა, რომელიც მძღოლებს აძლევს ლიცენზიის ხარჯის კომპენსაციის საშუალებას. 8 ოქტომბრიდან აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 191 მძღოლმა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელიც დარეგისტრირებულია ან სურს დარეგისტრირდეს სერვის «მაქსიმში», შეესაბამება სერვისის მოთხოვნებს და 2018 წლის 8 ოქტომბრიდან გააფორმა ნებართვა (ლიცენზია) ტაქსით საქმიანობაზე. ამ პირებს კომპანია სამუშაო ანგარიშზე დაურიცხავს ლიცენზიის საფასურს — 100 ლარის ოდენობით, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში — 50 ლარის ოდენობით. ტაქსის მძღოლს შეუძლია გამოიყენოს დარიცხული თანხა შესრულებული შეკვეთების საკომისიოს ასანაზღაურებლად. სერვის «მაქსიმში» 100-ლარიანი კომპენსაციით ისარგებლა უკვე 139 მძღოლმა, 50-ლარიანი კომპენსაციით კი 52 მძღოლმა.

ლიცენზიისთვის ფორმის შევსება შეიძლება დამოუკიდებლად იუსტიციის სახლში, გამგეობებში, ან სერვისის ოფისში: ქ. თბილისი, მუხიანი, მე-2 მიკრორაიონი, ი. ნონეშვილის 11, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:30-მდე. «მაქსიმის» ოფისში მძღოლები მიიღებენ კონსულტაციას და დახმარებას ლიცენზიის ფორმის შევსებაში. მათ თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა ან ID-ბარათი, ელექტრონული ხელმოწერის კოდი, თუ მანქანა არაა მძღოლის საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემის კოდი (TCODE) და ტექპასპორტი.

- მენეჯერმა ამიხსნა პროგრამის პირობები. კარგია, რადგან არ არის საჭირო სამუშაო ანგარიშზე თანხის შეტანა შესრულებული შეკვეთების საკომისიოს გადასახდელად. საკომისიო ჩამოიჭრება კომპანიის მიერ დარიცხული თანხიდან, რაც ძალიან მოსახერხებელია, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიგა აბლოთიამ, ტაქსის მძღოლმა, რომელიც სარგებლობს სერვის «მაქსიმით».

مفيدة

التصنيفات

    الأرشيف