მოვლენები

„მაქსიმი“ საქართველოში მოღვაწეობის 4 წლისთავს აღნიშნავს
5 დეკ. 2018

„მაქსიმი“ საქართველოში მოღვაწეობის 4 წლისთავს აღნიშნავს

საერთაშორისო სერვისი «მაქსიმი» საქართველოს ტაქსის ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. პირველი ოფისი თბილისში გაიხსნა, მოგვიანებით კი კიდევ 6 ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში. ოთხწლიანი მუშაობის შედეგად ათასობით ადამიანი გახდა სერვის „მაქსიმის“ მომხმარებელი. მგზავრები, მათთვის მოსახერხებელი მეთოდით, ქმნიან შეკვეთებს, რომლებიც სერვის „მაქსიმის“ მეშვეობით გადაეცემათ შემსრულებელებს – მძღოლებს.


გილოცავთ გიორგობას!
23 ნოე. 2018

გილოცავთ გიორგობას!

სერვისი "მაქსიმი" გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, რწმენაში სიმტკიცეს და ბედნიერებას! მრავალი გიორგობა გაგითენდეთ დიდი წმინდანის მადლითა და შემწეობით! უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!


«მაქსიმმა» შეუმსუბუქა მძღოლებს ლიცენზიის მიღება
1 ნოე. 2018

«მაქსიმმა» შეუმსუბუქა მძღოლებს ლიცენზიის მიღება

თბილისში ტაქსის ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ტაქსით საქმიანობისთვის საჭირო გახდა ნებართვის მიღება, რომელიც არის ფასიანი. ამასთან დაკავშირებით ტაქსის გამოძახების სერვისმა «მაქსიმმა» აამოქმედა პროგრამა, რომელიც მძღოლებს აძლევს ლიცენზიის ხარჯის კომპენსაციის საშუალებას. 8 ოქტომბრიდან აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 191 მძღოლმა.


სასარგებლო

რუბრიკები

არქივი