სუპერეკონომიდან პრემიუმამდე. სერვისმა „მაქსიმმა“ გააფართოვა მგზავრობის ტარიფების არჩევანი

სუპერეკონომიდან პრემიუმამდე. სერვისმა „მაქსიმმა“ გააფართოვა მგზავრობის ტარიფების არჩევანი

24 თებერვალი, 2022

სერვისმა დანერგა 2 ახალი ტარიფი - „სუპერეკონომი“ და „პრემიუმი“. „სუპერეკონომი“ მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს მინიმალურ ფასად იმგზავროს. ამ ტარიფით მგზავრობის საწყისი ღირებულება 2 ლარია. შეკვეთებს მძღოლები სხვადასხვა კლასის ავტომობილებით ახორციელებენ.

მათ, ვინც მგზავრობისას მაქსიმალურ კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, შეუძლიათ აირჩიონ ტარიფი „პრემიუმი“ და მაღალი კლასის ავტომობილით იმგზავრონ. მგზავრობის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

„მაქსიმის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ასევე შეუკვეთონ მგზავრობა სხვა ტარიფებით: ეკონომი, კომფორტი, კომპაქტვენი, მინივენი და ჯიპი. შეკვეთის შექმნისას შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ტარიფის არჩევა, რომ შეკვეთა უფრო მეტმა მძღოლმა დაინახოს, მგზავრმა კი მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს გამგზავრება.

სერვისი იღებს შეკვეთებს აპლიკაციაში „მაქსიმი“ taximaxim.ge/app/, საიტზე taximaxim.ge და ტელეფონით 032 260 60 60.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი