TOP-10 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე ხშირად იძახებენ ტაქსს

TOP-10 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე ხშირად იძახებენ ტაქსს

14 აპრილი, 2019

«მაქსიმის» სპეციალისტებმა მოამზადეს სტატისტიკა, თუ რა მიმართულებით იძახებენ ტაქსს თბილისში, ყველაზე ხშირად.

ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1% ამ მისამართზე მოდის. მეორე ადგილს ავტოსადგური «ოკრიბა» იკავებს — 0,65%-ით. «თბილისი ცენტრალი» კი, გამოძახებების მიხედვით, მესამე ადგილზეა — 0,60%-ით. თითქმის ერთნაირი ვიზიტორები ყავთ «თბილისი მოლსა» და სავაჭრო ცენტრ «ისთ ფოინთს»— 0,25% და 0,22 %.

პოპულარულ ადგილებს შორის საუკეთესო ათეულში, ასევე, მოხვდა: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.

თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი:

1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 1,00%

2. ავტოსადგური «ოკრიბა» - 0,65%

3. «თბილისი ცენტრალი» - 0,60%

4. «თბილისი მოლი» - 0,25%

5. მეტრო «ახმეტელი» - 0,24%

6. სავაჭრო ცენტრი «ისთ ფოინთი» - 0,22%

7. მეტრო «ვარკეთილი» - 0,20%

8. თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი (ორთაჭალა) — 0,16%

9. მეტრო «ისანი» - 0,16%

10. თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%

- რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები, ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან, ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას - განაცხადა თბილისის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე კირკიტაძემ.

სერვის «მაქსიმს» საქართველოში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ვეცნობით კომენტარებს, ვითვალისწინებთ მათ სურვილებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი