«მაქსიმმა» მთლიანად განაახლა ტაქსის გამოძახების მობილური სერვისი

«მაქსიმმა» მთლიანად განაახლა ტაქსის გამოძახების მობილური სერვისი

23 ივნისი, 2016
сервисы

მაისში ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» კლიენტებმა მიიღეს შეთავაზება ისარგებლონ Android-თვის განკუთვნილი აპლიკაციის «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ახალი, მესამე ვერსიით. მასზე მოთხოვნის გაგზავნა შეიძლება შეკვეთის სტატუსის ეკრანზე. 20 ივნისიდან აპლიკაცია ავტომატურად ახორციელებს მესამე ვერსიამდე განახლებას.

აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნით მის ახალ ვერსიაში შეტანილია ბევრი ცვლილება. მათ შორის მთავარია Google Material სტილში მთლიანად განახლებული დიზაინი, ფასის ავტომატური დაანგარიშება ტარიფების შესარჩევ სიაში, რუკაზე მისამართის ძებნა, რუკაზე მძღოლის ადგილმდებარეობისა და შეკვეთის მარშრუტის ნახვა, მგზავრობის ტრეკის გაზიარების შესაძლებლობა, ქალაქის ავტოგანსაზღვრა, ჩატი მძღოლთან. იმ კლიენტების გამოხმაურების წყალობით, რომლებიც მაისიდან სარგებლობენ აპლიკაციის ახალი ვერსიით, დამატებულ იქნა ავტომობილის ადგილმდებარეობის თვალთვალის ღილაკი და რუკის სრულეკრანიანი რეჟიმი.

ახლა აპლიკაციაში არის ყველაფერი, რასაც მომხმარებლები ელიან თანამედროვე მობილური სერვისისგან. ის გახდა ბევრად უფრო ინფორმატიული და სასიამოვნო. ამასთან, ტაქსის გამოძახების პროცესი ისევ მაქსიმალურად მარტივი და სწრაფია. მგზავრობის ანაზღაურება შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მიმდინარეობს აგრეთვე «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» ახალ ვერსიების შემუშავება iOS-სა და Windows Phone-თვის. ახალი IOS-ვერსიის Apple Store-დან ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება მომავალ კვირას.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი