იმგზავრეთ კომფორტულად თქვენს საყვარელ ცხოველთან ერთად

იმგზავრეთ კომფორტულად თქვენს საყვარელ ცხოველთან ერთად

2018 ივნისი 29

არის შემთხვევები, როცა მთელი ოჯახი მიდის სტუმრად, მიემგზავრება აგარაკზე ან დასასვენებლად და ვერ ტოვებს შინაურ ცხოველს სახლში ან როცა საჭირო ხდება ოთხფეხა მეგობრის მიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში, გამოფენაზე და ა.შ. თუ არ გყავთ საკუთარი ავტომობილი, რა თქმა უნდა, იძახებთ ტაქსს. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის სერვის «მაქსიმში» არის დამატებითი მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს ცხოველების გადაყვანას. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს სერვისში შემოვიდა 995 ასეთი შეკვეთა.

მძღოლმა წინასწარ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ უჩვეულო მგზავრი ეყოლება. ამიტომ, თუ საყვარელ ცხოველთან ერთად აპირებთ ტაქსით მგზავრობას, შეატყობინეთ ამის შესახებ ოპერატორს. ხოლო შეკვეთის გაფორმებისას საიტზე ან აპლიკაციის მეშვეობით, გააკეთეთ შესაბამისი მონიშვნა:

სატზე taximaxim.ge - შეკვეთის «პარამეტრებში»

მობილურ აპლიკაცია «მაქსიმში» - «სურვილში შეკვეთაზე

ცხოველის გადაყვანისთვის მგზავრობის ღირებულებას ემატება 1 ლარი.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. მგზავრობის წინ დავარცხნეთ ცხოველი. მნიშვნელობა არ აქვს გრძელბეწვიანი არის ის თუ მოკლებეწვიანი. ასევე საჭიროა იქონიოთ მისთვის სუფთა საგებელი სავარძელზე დასაფენად. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ხელსახოცები: ზოგიერთი ძაღლი მგზავრობის დროს უფრო აქტიურად გამოყოფს ნერწყვს.

2. თუ ძაღლი დიდი ზომისაა, მას უნდა ეკეთოს ალიკაპი და საბმელი. ასეთი ძაღლი უკანა სავარძელზე მოათავსეთ.

3. მცირე ზომის ცხოველი (კატა, ბოცვერი, ზაზუნა) უნდა გყავდეთ ჰაერგამტარ კონტეინერში ან გალიაში, რომელსაც აქვს გაუჟონვადი ძირი. კატისთვის ასევე გამოიყენება სპეციალური ჩანთები.

4. ფრინველის გადაყვანა ხდება ერთიანი ძირის მქონე გალიით ან ჩვეულებრივი მუყაოს ყუთით, რომელსაც წინასწარ უნდა გაუკეთოთ ჰაერის შემოსასვლელი ხვრელები.

5. ცხოველს არ უნდა ჰქონდეს ავტომობილის სალონში თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

ხანდახან მცირე ზომის ცხოველები მგზავრებს გადაჰყავთ კალათით, ზურგჩანთით ან უბრალოდ ხელში უჭირავთ და კალთაში ისვამენ. გახსოვდეთ, რომ, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილე, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ თქვენს საყვარელ ცხოველთან ერთად მგზავრობას. გზაში ყველაზე პატარა ძაღლიც კი შეიძლება მოულოდნელად მოიქცეს სტრესულ მდგომარეობაში, რომელსაც იწვევს უცხო გარემო, სხვისი ავტომობილი, საგზაო სიტუაციები, ხმაური და ა.შ. გთხოვთ ყურადღებით იყოთ, რომ ცხოველმა არ შეუშალოს ხელი მძღოლს ავტომობილის მართვაში, არ დასვაროს და არ დააზიანოს სალონი.