«მაქსიმი: ტაქსის გამოძახებას» Google Play-ში  ხუთი მილიონი ჩამოტვირთვა აქვს

«მაქსიმი: ტაქსის გამოძახებას» Google Play-ში ხუთი მილიონი ჩამოტვირთვა აქვს

2018 იანვარი 30

კიდევ ორმა მილიონმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა Android-ზე აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» 2017 წელს.

სერვისი «მაქსიმი» მუდმივად აუმჯობესებს მობილურ აპლიკაციას იმისათვის, რომ მომხმარებლებს მიაწოდოს მაქსიმალურად მოხერხებული და თანამედროვე სერვისი. გასულ წელს აპლიკაციაში გაჩნდა რამდენიმე ახალი ფუნქცია და შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება ადამიანების მოთხოვნილებებს და ეხმარება მათ ტაქსის გამოძახების დროს.

მათთვის, ვინც მიჩვეულია მგზავრობის ანაზღაურებას ნაღდი ფულით, აპლიკაციაში არის ახალი ოპცია, რომელიც უფრო მოხერხებულს ხდის მძღოლთან ანგარიშსწორებას. «სურვილში შეკვეთაზე» მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, როგორი კუპიურით გადაიხდის ის მგზავრობის საფასურს. მძღოლი ნახავს ამ ინფორმაციას შეკვეთის მონაცემებში, წინასწარ მოამზადებს ხურდას და ამგვარად არ შეაფერხებს მგზავრებს.

აპლიკაციაში ერთ-ერთი სიახლე არის — ტაქსის გამოძახება მეგობრისთვის. იმისათვის, რომ ამ ფუნქციით ისარგებლოთ, «სურვილში შეკვეთაზე» მიუთითეთ იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომელიც აპირებს ტაქსით მგზავრობას — შეტყობინებები ავტომობილის მარკისა და ნომრის შესახებ ავტომატურად გაიგზავნება მისი ტელეფონის ნომერზე. ეს ფუნქცია გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ტრანსფერის ორგანიზება, ავტომობილის შეკვეთა თქვენი ნაცნობისთვის, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ან უბრალოდ თუ გინდათ გამოიჩინოთ ყურადღება და მზრუნველობა თქვენი ახლობლის მიმართ.


სხვადასხვა ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში აპლიკაციაში დამატებულია ახალი ტარიფები და მომსახურებები: «მინივენი», «სატვირთო», «ავტობუსი», «ევაკუატორი», მტვირთავისა და ფხიზელი მძღოლის დახმარება. ადრე მათი შეკვეთა შეიძლებოდა მხოლოდ ოპერატორთან დაკავშირებით. ახლა კლიენტებს შეუძლიათ გააკეთონ შეკვეთა სმარტფონის ეკრანზე რამდენიმე შეხებით. ამისათვის საჭიროა სიიდან სასურველი ტარიფის ან მომსახურების არჩევა.

საქართველოში მოქმედ ტარიფებს — «ეკონომს», «კომფორტს», «მინივენსა» და «ფხიზელ მძღოლს» - ცოტა ხნის წინ დაემატა «სატვირთო» - 1,5, ტ-მდე.


მომხმარებლებს შეუძლიათ მგზავრობის ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორებით კლიენტის კაბინეტში გახსნილი პირადი ანგარიშიდან. სერვისის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ ახლო მომავალში მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გადაიხადონ მგზავრობის ღირებულება უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათების მეშვეობით.

აპლიკაციის ვერსია Android-ზე 2015 წელს ჩამოტვირთვის რაოდენობის მიხედვით შევიდა მილიონერების კატეგორიაში, ერთი წლის შემდეგ კი სამ მილიონს გადააჭარბა. 2017 წელს ჩამოტვირთვების რაოდენობა გაიზრდა, რაც აპლიკაციის პოპულარობაზე მეტყველებს. ახლა Android-ზე აპლიკაციის დაყენების რიცხვმა ხუთი მილიონი შეადგინა, აქტიური მომხმარებელი კი თითქმის 1,3 მილიონია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში 1,3 მილიონმა ადამიანმა ერთხელ მაინც ისარგებლა მობილური სერვისით Android-ზე.

ტაქსის გამოძახების საეთაშორისო სერვისებს შორის Google Play — ში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახებას» აქვს მომხმარებელთა ყველაზე მაღალი შეფასება — 4,6.

Android-ის გარდა აპლიკაცია მუშაობს iOS-სა და Windows Phone-ის პლატფორმებზე. ამ ვერსიებითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს. «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ეხმარება მათ, როცა გამგზავრების დროა.