აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» უპირატესობები

აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» უპირატესობები

4 ივნისი, 2017

აღსანიშნავია ის, რომ აპლიკაცია ეხმარება ადამიანს, რომელსაც უჭირს უცხო ქალაქში ორიენტირება. პროგრამა ავტომატურად განსაზღვრავს ადგილმდებარეობას და სიტყვის შეყვანისთანავე თვითონ კარნახობს ქუჩის თუ ობიექტების სახელწოდებებს. გარდა ამისა, განახლებულ ვერსიებში შეგიძლია პირდაპირ რუკაზე აღნიშნო მისამართები.

შეკვეთის შექმნას სჭირდება მხოლოდ 3 წამი. შეიყვანე მისამართები შესაბამის ველებში, აირჩიე ავტომობილის კლასი, გადახდის მეთოდი, ჩაწერე დამატებითი სურვილები, წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში მიუთითე დრო და ავტომობილი ზუსტად იმ დროს მოგაკითხავს. შეგიძლია ისარგებლო მომსახურებით «სასწრაფოობა» და გაზარდო შეკვეთის ფასი — რაც უფრო მაღალი ღირებულება აქვს შეკვეთას, მით უფრო მიმზიდველია ის მძღოლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უფრო მალე მოვა.

მობილური აპლიკაციის საშუალებით წინასწარ გეცოდინება მგზავრობის საფასური და ინფორმირებული იქნები როდის და რა ავტომობილი მოვა გამოძახების მისამართზე. რუკაზე კი შეგიძლია ნახო მძღოლის ადგილმდებარეობა და შეკვეთის მარშრუტი.

მგზავრობასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები და შეფასებები შეგიძლია გაგვიზიარო აპლიკაციაში «უკუკავშირის» მეშვეობით.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი