ჩვენი მისიაა მუდმივად ვაუმჯობესოთ ურთიერთობა მომხმარებლებს შორის, დავეხმაროთ მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში

2014 წლიდან მგზავრებს ვაძლევთ შესაძლებლობას შეუკვეთონ ავტომობილით მგზავრობა მობილური აპლიკაციის, საიტის ან ოპერატორთან დაკავშირების საშუალებით და იმგზავრონ ხელმისაწვდომ ფასად, მძღოლებს კი, რომლებიც რაციებით სარგებლობდნენ, - მუშაობისთვის მოსახერხებელ თანამედროვე აპლიკაციას და უფრო მეტ შეკვეთას.

თბილისიდან დაწყებული ვაფართოებთ სერვისს სხვა ქალაქებშიც, ასევე ხელმისაწვდომი მომსახურებისა და ტარიფების სახეობებს. მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ სერვისში არა მხოლოდ სხვადასხვა კლასის მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა, არამედ ტვირთის გადაზიდვა, გზაში დახმარება მძღოლებისთვის, საყიდლებისა და მიწოდების მომსახურება.

ყველა ქალაქში ვაძლიერებთ კონკურენციას, ვმუშაობთ ხალხის საკეთილდღეოდ და ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელს ვუწყობთ ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის მობილობის გაზრდას, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით შემოსავლის მიღებაში მძღოლებს, კურიერებსა და შეკვეთების სხვა შემსრულებლებს ურთიერთხელსაყრელი პირობებით.

ჩვენი სერვისი მომხმარებლებს აძლევს ეფექტური ურთიერთქმედების შესაძლებლობას: შეუკვეთონ მომსახურება მოსახერხებელი მეთოდით, შეასრულონ შეკვეთები პროცესების ოპტიმიზაციის, ცარიელი გარბენისა და მოცდენის შემცირების გზით.

ჩვენ გვაქვს ინოვაციური მიდგომა ბიზნესის წარმართვისადმი, გვსურს მოვერგოთ მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებს და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის ფორმირებაში.

მოხარული ვართ, რომ ვქმნით თანამედროვე ბიზნესს მსოფლიოს ბაზრის ლიდერების დონეზე.

გამგზავრების დროა!